Archive for May 4, 2009
painting day
“ასფალტზე მოხატვის დღე”
3 მაისი, კვირა დღე, მზიური და წვიმა….
3 მაისს მზესუმზირები, წვიმის მიუხედავად, 3 საათზე შეიკრიბნენ მოხატვის დღისთვის. წვიმდა, თუმცა მოგვიანებით ისევ მზე ამოვიდა და ამინდიც გამოკეთდა. მზესუმზირები შევიდნენ მზიურში და სისველის მიუხედავად ფერადი ცარცებით დაიწყეს ხატვა. მოხატვას ხელი შეუშალა მზიურის დაცვამ, რომლებიც გაბრაზდნენ და აგვიკრძალეს ხატვა. ჩვენ, მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, მაინც მოვახერხეთ ნახატების დატოვება მზიურში. მზიურის შემდეგ აქციამ ვაკის პარკში გადაინაცვლა. საღამოს აქციის მონაწილეები დაიშალნენ.. წვიმას არ შეუშინდა 20 ფორუმელი..
ფოტო-ნიმუში. 3 მაისი.
















