painting day
“ასფალტზე მოხატვის დღე”
3 მაისი, კვირა დღე, მზიური და წვიმა….
3 მაისს მზესუმზირები, წვიმის მიუხედავად, 3 საათზე შეიკრიბნენ მოხატვის დღისთვის. წვიმდა, თუმცა მოგვიანებით ისევ მზე ამოვიდა და ამინდიც გამოკეთდა. მზესუმზირები შევიდნენ მზიურში და სისველის მიუხედავად ფერადი ცარცებით დაიწყეს ხატვა. მოხატვას ხელი შეუშალა მზიურის დაცვამ, რომლებიც გაბრაზდნენ და აგვიკრძალეს ხატვა. ჩვენ, მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, მაინც მოვახერხეთ ნახატების დატოვება მზიურში. მზიურის შემდეგ აქციამ ვაკის პარკში გადაინაცვლა. საღამოს აქციის მონაწილეები დაიშალნენ.. წვიმას არ შეუშინდა 20 ფორუმელი..
ფოტო-ნიმუში. 3 მაისი.

chupa-chups
5 აპრილი
კვირა
2009 წელი.მოეწყო ჩუპა-ჩუპსების აქცია სახელწოდებით “ჩაანაცვლე სიგარეტი ჩუპა-ჩუპსით”.
“მზესუმზირები” დადიოდნენ რუსთაველის ტერიტორიაზე და ხალხს მოუწოდებდნენ სიგარეტის ჩუპა-ჩუპსით ჩანაცვლებას.
“მზესუმზირები” კომპანიამ უზრუნველყო პროდუქტით.
როგორც აქციამ გვიჩვენა, ზოგს გაუჭირდა სიგარეტის გაცვლა კამპეტზე, ხოლო მამაკაცების უმრავლესობამ,
მოიწონა აქციის მიზანი
და
სიხარულით გაცვალა თამბაქო ჩუპა-ჩუპსში.
აქციამ წარმატებით ჩაიარა.
მონაწილეები:
anuchi
lool
maka-taso
alex. delarge
ligeia
ketusa
V.I.P
alice
teko
holden caulfield
touch
rubber-soul
s-a-k-o
no name
little_miss_katerina_
wininieri
jay son
ende
((: Ia
)
wuna
maggot
marshall
ellen
nia






















